Belive

ვლადიმირ ვაისი: "ამ ფეხბურთელებს ისტორიის შეცვლა შეუძლიათ, მატჩს ერთი გამარჯვებული ეყოლება და იმედია ეს ჩვენი გუნდი იქნება "

3 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის წინ, "დინამო არენას" დარბაზში პრესკონფერენცია გამართა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. უეფას ერთა ლიგის D დივიზიონის ნახევარფინალში, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებთან გასამართი უმნიშვნელოვანესი შეხვედრის წინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, პრესკონფერენცია გამართა. როდესაც ამ მატჩისთვის მოსამზადებელი ეტაპი დავიწყეთ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისინი კარგი საკლუბო პრაქტიკით დაბრუნდნენ .საკლუბო დონეზე უთამაშებელი მატჩების გათვალისწინებით გურამ კაშია კარგ ფორმაშია, რაც შეეხება გიორგი  ჩაკვეტაძეს, ის ბელგიიდან ტრავმირებული დაბრუნდა და ბელარუსთან მატჩს მის გარეშე ვითამაშებთ.  გიორგი რამდენიმე დღე დაისვენებს და შესაძლოა, შემდეგ მატჩში ვიხილოთ. გიორგი ლორია ძალიან კარგი პიროვნება და ფეხბურთელია .  ვერაფერს ვერ ვიტყვი იმ ინციდენტზე, რაც კვიპროსში მოხდა. მე მისი მჯერა. დაუჯერებელია ის, რაც დაიწერა. კვარაცხელიაზე იყო კითხვა და გიპასუხებთ, ის კლუბში მარხენა პოზიციაზე თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში  ამ ფლანგზე რამდენიმე ფეხბურთელი გვყავ. აღვნიშნავ, რომ  ხვიჩამ მარჯვენა ფლანგზე კარგი მატჩი ჩაატარა მაკედონიასთან.  მას ორივე პოზიციაზე კარგად თამაში შეუძლია და  ეს არის მიზეზი ამ ეტაპზე ნაკრებში ამ პოზიციაზე რომ თამაშობს. კვარაცხელია დიდი ტალანტი, ჭკვიანი მოთამაშეა. მისი შემდგომი განვითარება მხოლოდ  მასზეა დამოკიდებული. მარცხენა მცველზე კითხვაც აქტუალურია. გიორგი ნავალოვსკი კარგი ბიჭია, ამ პოზიციაზე განიხილება ტაბიძე და დვალიც. ხვალინდელ მატჩში მნიშვნელოვანი იქნება პოზიციებს შორის ბალანსის დაცვა. მეტოქე გუნდზე ვიცით, რომ ისინი თავს კარგად იცავენ, ორგანიზებული გუნდია.  მათაც ჩვენსავით მოიგეს ჯგუფი, ჰყავთ ახალგაზრდა ტალანტები, არ აქვთ ორგანიზების პრობლემა, მას შემდეგ, რაც ამ ნაკრებში ახალი მწვრთნელი მოვიდა, მათი აზროვნება შეიცვალა. მეტოქე კარგი გუნდია, თუმცა ჩვენ უკეთეს ხარისხს ვაჩვენეთ, რადგან უკეთესი გუნდი და ფეხბურთელები გვყავს. საქართველოში ბევრი ნიჭიერი და გამორჩეული მოთამაშეები იყვნენ, თუმცა ახლა ის ეტაპია , როცა ფეხბურთელების ამ თაობასაც შეუძლია საკუთარი კვალის დატოვება. ეს საერთოდ სხვა პასუხისმგელობის თამაშია იმ თამაშებს შორის, რაც ამ თაობის ფეხბურთელებს შორის ყოფილა. როგორც უკვე ყველამ ვიცით, გულშემატკივარი ამ თამაშს არ დაესწრება, თუმცა რა თქმა უნდა, მათ მხარდაჭერას ვგრძნობთ. დარწმუნებული ვარ, ამ მატჩს თვალს 3 მილიონზე მეტი ადამიანი მიადევნებს და ჩვენს გამარჯვებას დაელოდება. ვეცდებით, მოწინააღმდეგეს კარგი ტაქტიკა დავუპირისპიროთ და საუკეთესო სასტარტო 11 ავარჩიოთ. ჩვენ ასე ვფიქრობთ და ასე იფიქრებს მოწინააღმდეგე  გუნდიც. ამ შეხვედრას ერთი გამარჯვებული ეყოლება, რომელიც შემდეგ ეტაპზე გავა და დიდი სურვილია, რომ ეს ჩვენ ვიყოთ", - თქვა ვაისმა.  

სხვა სტატიები