Belive

ვლადიმირ ვაის უმცროსი: "პირველი ეტაპი ხშირად ყველაზე რთულია, მაგრამ მჯერა, რომ გადავლახავთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში "დინამო ბათუმთან" დაპირისპირების წინ, ბრატისლავის "სლოვანის" ლიდერმა და მთავარი მწვრთნელის ვაჟმა, ვლადიმირ ვაის უმცროსმა გუნდის მთავარი კაპიტნის სტატუსი მიიღო და მატჩისწინა პრესკონფერენციაზე როგორც ამ თემაზე, ისე საქართველოს მოქმედი ჩემპიონთან მოახლოებული დაპირისპირების შესახებ ისაუბრა.
"ამას უზომოდ ვაფასებ. ნამდვილად მეტი პასუხისმგებლობა მაქვს ახლა მხრებზე, მაგრამ მომწონს გამოწვევები ფეხბურთში და ცხოვრებაში. მინდოდა "სლოვანის" ლიდერი ვყოფილიყავი. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად წარმოადგინო ეს კლუბი მაქსიმალურად მაღალ დონეზე. ვფიქრობ, ეს ცვლილებები დიდ ხარისხს მოიტანს. ჩანს, კუჩკას და სხვებს აქვთ ხარისხი. მჯერა, რომ რაც შეიძლება მალე გაივლიან ადაპტაციას და დაგვეხმარებიან. უკვე ოთხშაბათს გველოდება პირველი ნაბიჯი, რომელიც ზოგჯერ ყველაზე რთულია. მე მჯერა, რომ ამ ეტაპის გადალახვას ერთად შევძლებთ", - თქვა უმცროსმა ვლადიმირ ვაისმა.
"დინამო ბათუმისა" და ბრატისლავის "სლოვანის" პირველი მატჩი 6 ივლისს სლოვაკეთის დედაქალაქში გაიმართება და თბილისის დროით 22:30 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები