ვიტცელი: "ჯეიდონ სანჩო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია"
7 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"როგორც წესი პრემიერ ლიგიდან ბუნდესლიგაში წამოსული ფეხბურთელები ვერ ვითარდებიან, თუმცა როგორც ჩანს სანჩომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მან ზუსტად იმ დროს იპოვა ბუნდესლიგაში ადგილი, როდესაც ყველაზე მეტად სჭირდებოდა."შეგახსენებთ, რომ ჯეიდონ სანჩო გერმანულ კლუბში 2017 წლიდან ირიცხება და მას დღემდე 38 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 9 გოლის გატანა და 20 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 19 წლის ინგლისელი საოცარ სეზონს ატარებს და მას ბუნდელიგაში 16 საგოლე გადაცემა აქვს გაკეთებული, მატჩის საუკეთესო მოთამაშე კი 6-ჯერ გახდა.