Belive

"ვიცოდი, რომ კეინი ჩემს რეკორდს გააუმჯობესებდა" - უეინ რუნი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების ლეგენდა - უეინ რუნი ჰარი კეინის რეკორდს გამოეხმაურა. რუნის მტკიცებით, მან იცოდა, რომ კეინი გააუმჯობესებდა მის რეკორდს და ისიც დაატამა, რომ მას დიდი ხნის განმავლობაში ვერავინ დაეწევა.

"ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელმა ჩამანაცვლა და ის გახდა ყველა დროის საუკეთესო. როცა აღნიშნული რეკორდი მოვხსენი, პირველი ვინც ჩემთან მოირბინა ჰარი იყო. მისი ამ მიღწევით ძალიან ბედნიერი ვარ." - განაცხადა უეინ რუნიმ.

შეგახსენებთ, რომ ჰარი კეინი “სამი ლომის” ყველა დროის ბომბარდირი გახდა. აღნიშნული შედეგი მან გუშინ, იტალიის ნაკრების წინააღმდეგ დააფიქსირა. 54 გატანილი გოლით ინგლისის ცხრიანმა ლეგენდარულ უეინ რუნის გადაასწრო, რომელსაც ნაკრებში 53 გოლი ჰქონდა გატანილი.

სხვა სტატიები