Belive

ვიტორ როკე ბარსელონაში ოთხშაბათს ჩავა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ვიტორ როკე ბარსელონაში ჩასვლას ოთხშაბათს აპირებს. იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, ფეხბურთელს თან ოჯახის წევრებიც გაჰყვებიან.

ტიგრინიო უახლოეს დღეებში, ხავის ხელმძღვანელობით, გუნდთან პირველ ვარჯიშს ჩაატარებს. 

როკეს ტრანსფერის ღირებულება საბოლოო ჯამში 60 მილიონ ევრომდე შეადგენს. ბარსელონამ "ატლეტიკო პარანაენსეს" თავდამსხმელი ზაფხულში შეიძინა და გასავითარებლად კლუბში დატოვა. მისი დებიუტი 16 წლის ასაკში, "კრუზეიროში" შედგა, შემდეგ კი "ატლეტიკო პარანაენსეში" გადავიდა. მიმდინარე წელს, ბრაზილიის ჩემპიონატში ჩატარებულ 25 მატჩში როკემ 12 გოლი გაიტანა და 3-ჯერ თანაგუნდელებს გაატანინა.

სხვა სტატიები