ვიტინიას რონალდუს ნაკრებში დაბრუნება სურს
ვიტინიამ კიდევ ერთხელ ისაუბრა კრიშტიანუ რონალდუსა და ჟორჟე ჟეზუშს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. სანაკრებო პაუზის დროს, კონფლიქტი გამწვავდა, რაც საბოლოოდ, იმით დასრულდა, რომ რონალდუ, დანიაში, ნაკრების შეკრებაზე არ გამოცხადდა და მოგვიანებით, ეროვნული გუნდიც დატოვა. დაპირისპირება კიდევ უფრო ჩიხში შევიდა მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა, თავის განცხადებებში, ჟორჟე ჟეზუში გააკრიტიკა.
ამ საკითხზე, პსჟ-ეს ვარსკვლავმა თავისი პოზიცია დააფიქსირა. ვიტინია, რონალდუსა და ჟეზუშის საკითხს "TNT Sports BR-თან საუბრისას შეეხო.
დიახ, სანაკრებო პაუზა საკმაოდ დაძაბული იყო და ბევრი ემოციით იყო სავსე. ჩემი სურვილია, ყველაფერი რაც შეიძლება კარგად დასრულდეს, ის დაბრუნდეს და ყველაფერი მოგვარდეს. სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, რომ ეს ყველას გვინდა. გუნდში ყველას აქვს ამის სურვილი. იმედი მაქვს, ასეც მოხდება. ის დაბრუნდება და ყველა პრობლემა მოგვარდება. - ვიტინია
ვიტინიას ეს საერთო სურვილი იმ ფონზე გაჟღერდა, როდესაც ახალი დაპირისპირებაა იმის გარშემო, თუ როგორ აფასებს რონალდუ საკუთარ თანაგუნდელებს. ამ საკითხზე, ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთლმა, ფილიპე მელომაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელები რონალდუს ისე არ ექცევიან, როგორც არგენტინის ფეხბურთელები ლეო მესის.
🚨🇵🇹 Vitinha: “I hope Cristiano Ronaldo returns with the national team. All I can do is hope he comes back and that everything is okay”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) October 15, 2026
“We all want that, I hope it happens!”, told TNT Sports. pic.twitter.com/TNpB8StqHg