Belive

ვირჯილ ვან დაიკმა პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მცველი დაასახელა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' ფეხბურთელმა, ვირჯილ ვან დაიკმა, პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო მცველი დაასახელა. ვან დაიკს BT Sport-მა ათ მცველს შორის (ტონი ადამსი, რიო ფერდინანდი, სოლ კემბელი, რიკარდუ კარვალიუ, ვენსან კომპანი, იაპ სტამი, სამი ჰიიპია, ჯონ ტერი, ვან დაიკი, ნემანია ვიდიჩი) ხუთი საუკეთესოს გამორჩევა სთხოვა. ვირჯილმა პირველ ადგილზე რიო ფერდინანდი დააყენა, მეორეზე - კომპანი, მესამეზე - სტამი, მეოთხეზე - ტერი, მეხუთეზე კი - ჰიიპია. ვან დაიკი პრემიერლიგაში 2015 წლიდან თამაშობს. ინგლისის ჩემპიონატის გასულ სეზონში 30 წლის ფეხბურთელმა ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 34 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები