Belive

ვირჯილ ვან დაიკის ღირსეული საქციელი, რომელმაც სოციალური ქსელები დაიპყრო (ვიდეო)

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ერთა ლიგის A-დივიზიონის A1 ჯგუფის უპრინციპულეს შეხვედრაში გერმანია ჰოლანდიას დაუპირისპირდა. გელზენკირხენში, "ველტინს არენაზე" გამართული მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრას რუმინელი არბიტრი ოვიდუ ჰატეგანი უძღვებოდა. აღსანიშნავია, რომ გერმანია ჰოლანდიის მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ჰატეგანის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. სასტარტო სასტვენამდე რამდენიმე წუთით ადრე, რუმინელ არბიტრს დედის გარდაცვალება შეატყობინეს. ტრაგედიის მიუხედავად, ჰატეგანი შეხვედრას მაინც გაუძღვა. ჰოლანდიელთა კაპიტანმა მწუხარება გამოთქვა ჰატეგანის დანაკლისის გამო და მას სამძიმარი გამოუცხადა. "დედის გარდაცვალების გამო იგი განადგურებული იყო და ცრემლებს ვერ იკავებდა. მე მას მივუსამძიმრე და ვუთხარი, რომ მატჩს შესანისნავად გაართვა თავი. შესაძლოა ყველაზე უმნიშვნელო სიტყვები იყო იმ წუთისათვის მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მას დაეხმარება", - აღნიშნა ვირჯილ ვან დაიკმა.

სხვა სტატიები