Belive

ვიქტორ ოსიმენის თქმით, პრემიერ ლიგაში თამაში მისი ოცნებაა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი გოლეადორი ვიქტორ ოსიმენი აცხადებს, რომ მისი ოცნებაა ინგლისის პრემიერ ლიგაში ითამაშოს.

"მსოფლიოში ბევრი ადამიანი პრემიერ ლიგას საუკეთესო და უძლიერეს ჩემპიონატად მიიჩნევს. დღესდღეობით მე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ლიგაში ვთამაშობ, ეს იტალიური სერია ა არის. თუმცა, მე არ ვწყვეტ მუშაობას ოცნების ასახდენად, რომ ვიასპარეზო პრემიერ ლიგაში." - განაცხადა ოსიმენმა.

ცოტა ხნის წინ, მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ნეაპოლელთა შემტევით დაინტერესებული იყო. ESPN-ის ინფორმაციით, ოსიმენს პრემიერლიგაში გადაბარგება და მანჩესტერელთა რიგებში ასპარეზობა ხიბლავდა და თუ გუნდები ტრანსფერზე შეთანხმდებოდნენ, ის იტალიას დატოვებდა.

ვიქტორ ოსიმენს სერია ა-ს 21 შეხვედრაში 19 გოლი აქვს გატანილი. "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს და მეორეადგილოსან "ინტერს" 15 ქულით უსწრებს.

სხვა სტატიები