Belive

ვიქტორ ოსიმენი: "კვარასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მოედანზე კი ყველამ ვნახეთ თუ რა ფეხბურთელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში გამარჯვების გოლის დროს, პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. მატჩის დასრულების შემდეგ, ნეაპოლიტანური კლუბის ცენტრალურმა თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა, რომელმაც ერთ-ერთი გოლის გატანა მოახერხა, საქართველოს ნაკრების ლიდერთან არსებული ურთიერთობის შესახებ ისაუბრა.
"გოლამდე ორი წუთით ადრე ხვიჩა კვარაცხელიამ მითხრა, რომ მე გოლს გავიტანდი და ასეც მოხდა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. უკვე მესამე წელია აქ ვარ და შევეცდები, რომ კვარას გუნდთან ინტეგრაციაში დავეხმარო. დღეს მოედანზე ყველამ ვნახეთ თუ როგორი ფეხბურთელია კვარაცხელია", - თქვა ნიგერიელმა მეცხრე ნომერმა.
შემდეგ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი სერია A-ში 21 აგვისტოს "მონცას" წინააღმდეგ გამართავს.  

სხვა სტატიები