Belive

ვინისიუსის ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - ბრაზილიელს 6 კვირის გამოტოვება მოუწევს

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვინისიუს ჟუნიორისთვის ხუთშაბათს, კოლუმბიის ნაკრებთან მიღებული ტრავმა იმაზე მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე ელოდნენ. გარემარბმა იმ შეხვედრაში მოედანზე მხოლოდ ნახევარი საათი გაატარა, თუმცა ეს საკმარისი დრო აღმოჩნდა იმისთვის, რომ გაბრიელ მარტინელის მისი გადაცემით გაეტანა.

The Athletic-ის ცნობით, ბრაზილიის სამედიცინო პერსონალის ჩატარებულმა პირველადმა ტესტებმა აჩვენა, რომ ვინისიუსი 6 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს. მან მარცხენა ფეხზე ისეთივე დაზიანება მიიღო, როგორც მარჯვენაზე წლის დასაწყისში, მაშინ ვინიმ 4 კვირა გამოტოვა. შედეგად, ბრაზილიელი ვინგერი გამოტოვებს მთავარ მეტოქესთან, არგენტინასთან შეხვედრას. ბრაზილიას ძალიან სჭირდება გამარჯვება მსოფლიო ჩემპიონებთან, რადგან ლეო მესი და მისი გუნდი 12 ქულით ლიდერობენ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს, ხოლო სელესაო მეხუთე ადგილს იკავებს 7 ქულით.

სხვა სტატიები