Belive

ვინ, ვის, რა? - კლასიკოს შემდგომი ჩხუბის პერიპეტიები

1 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლა ლიგის მე-10 ტურში სეზონის პირველი 'ელ კლასიკო' შედგა - რეალმა ბარსელონას 2:1 მოუგო და გუშემატკივრებს ცოტა ხნით მაინც დაავიწყა ის მწარე გამოცდილება, რაც წინა სეზონში მიიღეს (რეალმა 4-დან ოთხივე შეხვედრა დათმო ბარსელონასთან). პრინციპული შეხვედრა იყო ხაბი ალონსოსთვისაც, რომელიც მწვრთნელის რანგში პირველად ეთამაშებოდა კატალონიელებს და თანაც, როგორ თავად უწოდებს, 'ახალ პროექტს' ძალიან სჭირდებოდა დიდ მატჩში გამარჯვების გემოს გაგება.

მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს შორის დიდი 'გარჩევა' დაიწყო. ძირითადი აგრესია ლამინე იამალზე მოდიოდა და ეს სრულიად ბუნებრივია. რამდენიმე დღის წინ ლამინემ ჯერ არ არსებული ცეცხლი გააღვივა.

რეალი იპარავს და შემდეგ წუწუნებს - ასეთი გუნდია. ბოლოს როცა ბერნაბეუზე ვიყავი რა მოხდა? ა, მახსოვს, 4:0 მოვიგეთ და გავიტანე, არ გამიჭირდება ბერნაბეუზე თამაში - ეს სიტყვები იამალმა კლასიკომდე თქვა

მატჩის დასრულების შემდეგ, როგორც ჩანს, იამალს ამ სიტყვებს ახსენებდნენ - მას ბერნაბეუზე ნამდვილად ცუდი თამაში ჰქონდა. ბოლო წუთზე პედრიმ წითელი ბარათი დაიმსახურა, რამაც ტემპერატურა კიდევ უფრო მეტად გაზარდა.

რეალი მეკარე ლუნინმა, სათადარიგოთა სკამიდან წითელი ბარათი მიიღო მას შემდეგ, რაც მატჩის ბოლოს ბარსელონას ფეხბურთელებს უთხრა: 'დასხედით!'

'ძალიან ბევრს ლაპარაკობ' - უთხრა ვინისიუსმა ლამინე იამალს მატჩის ბოლოს, ასევე მკაფიო ჟესტებით.

იამალმა ვინის გასახდელისკენ ხელით მიუთითა და აშკარად საუბრის (ან კონფლიქტის) იქ გაგრძელებისკენ მოუწოდა, რაზეც ბრაზილიელი გაცოფდა და იამალს გაეკიდა. გარჩევაში ტიბო კურტუა და რაფინიაც ჩაერთნენ - კურტუა ბარსელონას ფეხბურთელებს აშოშმინებდა, რაფინია კი აშკარად თანამემამულე ვინისიუსის დამშვიდებას ცდილობდა.

იამალი ცინიკური ჟესტის გარეშე არც კარვახალმა დატოვა, რომელიც ხელის მოძრაობით ანიშნებდა ლამინეს, რომ ბევრს ლაპარაკობს.

X-ზე ნეიტრალური მაყურებლების კომენტარებს თუ გადავხედავთ, აშკარად იგრძნობა, რომ ხალხს კლასიკოში ეს დაძაბულობა უფრო მოსწონს, ვიდრე სიმშვიდე და თამაშის ბოლოს უბრალოდ მაისურების გაცვლა. აღნიშნავენ, რომ ტრადიციული 'ელ კლასიკოს' ხიბლი სწორედ ესაა და ბევრი იამალს ამართლებს კიდეც, რადგან 'ზედმეტი დაპირისპირება' თამაშის დაწყებამდე, ხელოვნურად შექმნა.

სხვა სტატიები