Belive

ვინ უფრო სწრაფია: კვარა VS ლეაო - ოლიმპიური ჩემპიონის შედარება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

სპრინტერულ გარბენში იტალიელი ოლიმპიური ჩემპიონი, ფილიპო ტორტუ, საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლებლობებს განიხილავს და მას "მილანის" მარცხენა გარემარბს, რაფაელ ლეაოს ადარებს.

"კითხვაზე, თუ რომელი ფეხბურთელი უფრო სწრაფია, ჩემი პასუხი არის - ლეაო. კვარაცხელია აჩქარების დროს უფრო სხარტია და ჩაკეტილი სივრციდან გაქცევის დროს პირველ მეტრზე გაცილებით უკეთესია. რაც შეეხება ლეაოს, მას ვიცნობ და სპრინტერის ფიზიკური შესაძლებლობები აქვს. ბურთიანად ძალიან სწრაფად დარბის, მაგრამ აჩქარება სხვა საქმეა", - თქვა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედლის მფლობელმა.

საქართველოს ნაკრების ლიდერს მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის ჯამში “ნაპოლის” მაისურით 14 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული. რაც შეეხება უშუალოდ სერია A-ს, აქ კვარას მონაგარი 5 გოლი და 3 საგოლე პასია. ასევე, კვარას 4 პენალტი აქვს მოპოვებული, (2-2 სერია A-სა და უეფას ჩემპიონთა ლიგაზე), ზოგიერთი პრესტიჟული გამოცემა იტალიის ჩემპიონატში მოპოვებულ 2 თერთმეტმეტრიანს მისი საგოლე პასების სტატისტიკაში ითვალისწინებს.

სხვა სტატიები