Belive

ვინ შეცვლის დონარუმას მილანში?

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
როგორც იტალიური გამოცემები იტყობინებიან, სეზონის ბოლოს ჯანლუიჯი დონარუმა "მილანს" დატოვებს და კარიერას ტურინის "იუვენტუსში"გააგრძელებს. ახალგაზრდა ნიჭიერი მეკარის სავარაუდო შემცვლელები უკვე გამოჩნდნენ. "როსონერიში" დიდი ალბათობით "ტორინოსა" და "ნაპოლის" გოლკიპერებიდან ერთ-ერთი, შესაბამისად, ალექს მერე ან სალვატორე სირიგუ აღმოჩნდება. დონარუმას აგენტ მინო რაიოლას "მილანის" ახალი პროექტისა და წარმატების არ სჯერა და სურს თავისი კლიენტი უკეთეს გუნდში რაც შეიძლება მალე გადაიყვანოს. ამრიგად, დონარუმას წასვლა თითქმის გადაწყვეტილია. რაც შეეხება ნეაპოლიტანელთა მეკარეს, მან გუნდში ჯენარო გატუზოს მისვლის შემდეგ მთვარი მეკარის სტატუსი დაკარგა, რის გამოც უკმაყოფილოა და ისეთ გუნდში სურს გადასვლა, სადაც საკმარისი სათამაშო პრაქტიკა ექნება.

სხვა სტატიები