Belive

ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატს - ტონი კროოსის საინტერესო პასუხი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

2022 წლის მუნდიალი დასასრულს მიუახლოვდა. 17 დეკემბერს მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ერთმანეთს ხორვატია და მაროკო დაუპირისპირდებიან, 18 დეკემბერს კი მუნდიალის ფინალი იქნება, სადაც ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი შეხვდებიან.

ფინალის წინ, საინტერესო კომენტარი გააკეთა მადრიდის "რეალისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა - ტონი კროოსმა.

"ვინ მოიგებს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს? მიკერძოებული ვიქნები და ჩემი პირადი მიზეზებიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ საფრანგეთი. ამის თქმის საფუძველს ჩუამენი და კამავინგა მაძლევენ, რომლებიც ჩემი თანაგუნდელები და მეგობრები არიან.

თავის მხრივ ძალიან გამიხარდება მესის ჩემპიონობა, რადგან ასეთი ფენომენალური კარიერა მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმფით უნდა დასრულდეს. რომ არ დავმალო ვიტყვი, რომ ძალიან გავბედნიერდები თუ არგენტინა მუნდიალს მოიგებს".

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ფინალი 18 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ფინალში ერთმანეთს არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები