Belive

"ვინ იცის სადამდე გავალთ?" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი პლეიოფში მოხვედრის შემდეგ

5 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჰუგო ბროსი მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის მატჩში, სამხრეთ კორეასთან გამარჯვების (1:0) შემდეგ საუბრობს და ამბობს, რომ მისი გუნდი 1/8-ფინალში მოხვედრასაც შეეცდება.

"ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. სამხრეთ კორეის ნაკრებს თავისუფალი სივრცეების პოვნა ძალიან გაუჭირდა. დაცვაში კარგად ვითამაშეთ. გოლი გავიტანეთ, რის შემდეგაც 20 წუთის განმავლობაში, მოუთმენლად ველოდებოდით საფინალო სასტვენს. ტურნირის საწყისი მატჩიდან კარგად არ დავიწყეთ, თუმცა ამის შემდეგ თამაშიდან თამაშამდე თანდათან მოვუმატეთ.

გვინდა, შემდეგი მატჩით ვისიამოვნოთ. ვინ იცის, როგორ დასრულდება ეს ყველაფერი? შესაძლოა, მერვედფინალში გასვლაც კი მოვახერხოთ.

ის, რასაც გასული ხუთი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, უბრალოდ საოცარია. როდესაც ერთად ასე დიდხანს მუშაობთ, ჩნდება კავშირი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ურთიერთობა მწვრთნელსა და მოთამაშეებს შორის, ჩვენ მეგობრები გავხდით. ახლა უბრალოდ ამით უნდა დავტკბეთ", - ამბობს ჰუგო ბროსი.

სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეტოქე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შემდეგ ეტაპზე კანადის ნაკრები იქნება. მეთექვსმეტედფინალური ეტაპის მატჩი 28 ივნისს უნდა შედგეს და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყოს.

სხვა სტატიები