Belive

ვინ განსჯის ლეხი - დინამო ბათუმის შეხვედრას?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საწყის შეხვედრაში, ერთმანეთს საქართველოსა და პოლონეთის ჩემპიონი გუნდები, შესაბამისად, "დინამო ბათუმი" და პოზნანის "ლეხი" დაუპირისპირდებიან. ​ამ წყვილის პირველ შეხვედრას, რომელიც პოლონეთში უდნა გაიმართოს, ჩრდილოეთ ირლანდიელ მსაჯთა ბრიგადა - იან მაკნაბის ხელმძღვანელობით მოემსახურება. 33 წლის არბიტრი უმაღლეს ლიგაში 2012 წლიდან მსაჯობს და საერთაშორისო ტურნირებზე მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ქართულ ფეხბურთთან ბრიტანელ რეფერის აქამდე გადაკვეთა არ ჰქონია, რაც შეეხება პოლონეთს, მან 2017 წელს ამ ქვეყნის 17-წლამდე ნაკრების შეხვედრას უხელმძღვანელა, რომელშიც მათ საბერძნეთის ნაკრები - 3:0 დაამარცხეს. ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონატში ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ში მან სულ მცირე 3 ყვითელი ბარათი გამოიყენა, ბოლოს კი აპრილის თვეში იმუშავა. "დინამო ბათუმისა" და პოზნანის "ლეხის" დაპირისპირება 21 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები