ვინ არის ლა ლიგის მთავარი ფავორიტი? - სუპერკომპიუტერის პროგნოზი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის დაწყებიდან 8 ტურის შემდეგ, Opta-ს სუპერკომპიუტერმა ესპანეთის ჩემპიონატის ფავორიტების საჩემპიონო შანსები კიდევ ერთხელ გამოთვალა.
მთავარი ფავორიტი რეალია, რომლის საჩემპიონო ალბათობა 53,9%-ია. მეორე ადგილს ბარსელონა იკავებს (38,56%), მესამეზე ატლეტიკოა (4,17%), მეოთხეზე კი - ვილიარეალი (2,56%).
Opta Analyst-ის გამოთვლებით, ლა ლიგადან გავარდნის მთავარი კანდიდატები რეალ ოვიედო, ჟირონა და მალიორკა არიან.
8 ტურის შემდეგ 21 ქულით პირველ ადგილს მადრიდის რეალი იკავებს, რომელიც მეორეადგილოსან ბარსელონას 2 ქულით უსწრებს.
