Belive

ვილიარეალის სარისკო მაგრამ გენიალური ოფსაიდის მახე ბაიერნის წინააღმდეგ

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში, “ბაიერნი” “ვილიარეალს” დაუპირისპირდა. მიუნხენში, “ალიანს არენაზე” გამართული მატჩი სენსაციური შედეგით დასრულდა. ყველასათვის მოულოდნელად, “რეკორდმაისტერმა” “ვილიარეალის” დამარცხება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. ორი შეხვედრის ჯამში, “ვილიარეალმა” მეტოქე 2:1 დაამარცხა და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც "ლივერპულსა" და "ბენფიკას" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. "ბაიერნისა" და "ვილიარეალის" მატჩის დასრულების შემდეგ, სოციალურ ქსელებში საინტერესო ვიდეო განთავსდა. მატჩის 26-ე წუთზე, "ვილიარეალმა" "ბაიერნს" სარისკო მაგრამ გენიალური ოფსაიდის მახე დაუგო, რის შემდეგაც, "რეკორდმაისტერის" 7 ფეხბურთელი თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდა.

სხვა სტატიები