Belive

ვილიანი კვლავ ლონდონში დარჩება, მაგრამ არა ჩელსიში?!

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო პერიოდის გახსნასთან ერთად, შემადგენლობის გაძლიერებისა და გადახალისების მსურველი კლუბების აქტივობა სულ უფრო იზრდება. ამჯერად ყურადღების ცენტრში "ტოტენჰემი" მოექცა, რომელთაც ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელი ყავთ სამიზნეში ამოღებული. Football Insider-ის ცნობით, "ტოტენჰემის" მესვეურებს ვილიანის საკუთარ გუნდში ნახვა სურთ, რომელიც სულ მალე თავისუფალი აგენტი გახდება და გუნდებს მის გადასაბირებლად სატრანსფერო ღირებულების გადახდა არ მოუწევთ. 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი 2013 წლიდან ლონდონური კლუბის ღირსებას იცავს, მან ამ პერიოდში 335 შეხვედრა ჩაატარა, სადაც 63 გოლის გატანა და 62 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.

სხვა სტატიები