Belive

ვილი სანიოლი: "წარმატება ინდივიდუალიზმს არ მოაქვს, ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ"

1 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
უეფას ერთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბულგარეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის წინ, ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა "დინამო არენას" საპრესკონფერენციო დარბაზში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
"პირველ რიგში, ჩვენს სტუმრებს, ბულგარეთის ნაკრებს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. მით უმეტეს, რომ ისინი ჩვენი კოლეგები არიან და ვაცნობიერებთ, რომ მსგავსი რამ შესაძლოა ყველა ჩვენგანს დაემართოს. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ამდენ მატჩში წარმატებას მიაღწია. ბოლო 2 განმავლობაში, ბევრი არასასიამოვნო მონაკვეთი გვქონდა: ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ პლეი-ოფის ფინალში მარცხი, კოსოვოს, ბულგარეთის და ესპანეთის წინააღმდეგ წაგებული შეხვედრები. ფეხბურთელების მძიმე შრომის შედეგად, დღეს ამ დონეზე მოვედით. როცა ჩემს შემადგენლობას ვუყურებ, ამ ერთა ლიგის დროს ჩვენს მიერ გამოძახებულ 29 ფეხბურთელს, ვხედავ, რომ გუნდში მეტი და მეტი კონკურენცია, რაც ძალიან მახარებს. მე ჩემი ბიჭების იმედი მაქვს და ვიცი, რომ მათი პროფესიონალიზმის გამო, დარწმუნებული ვარ ეიფორიის მომენტი არ გვექნება. გიორგი წიტაიშვილი იმ სისტემაში კარგად ჩაჯდა, რომელსაც ვთამაშობთ. შეიძლება ითქვას, რომ იგი მარცხენა მხარესაც ისევე კარგად თამაშობს, როგორც მარჯვნივ. გურამ გიორბელიძე ნამდვილი მებრძოლია, ირაკლი აზაროვმა ბულგარეთში შესანიშნავი თამაში ჩაატარა და მიხარია, რომ გუნდში ასეთი მოთამაშე მყავს. მთლიანობაში, ამ პოზიციაზე, სხვების მსგავსად დიდი კონკურენციაა და ეს ძალიან მახარებს. თუ რომელიმე მათგანი კარგად ითამაშებს, დანარჩენებმა კიდევ უფრო მეტად უნდა მოუმატონ.  ყაზაიშვილს, კიტეიშვილს, მათაც არ ძირითად შემადგენლობაში თამაში, თუმცა იმ დროს, რომელსაც სათამაშოდ იღებენ, შესანიშნავად იყენებენ. ეს გუნდის დონეს კიდევ უფრო მეტად აამაღლებს. ოფიციალურ მატჩებამდე 6-7 დღიანი შეკრება გვქონდა და მოგვეცა იმის შესაძლებლობა, რისი დროც ადრე არ გვქონია - სტანდარტული სიტუაციების დამუშავებაზე. და ეს ყვეალაფერი თამაშის ხარისხსა და შედეგზეც აისახება. მე ძალიან მიხარია, რომ გუნდში 3 მაღალი დონის მეკარე მყავს და ამაზე ადრეც მისაუბრია. მამარდაშვილმა “ვალენსიაში” შესანიშნავად ითამაშა, მადრიდის “რეალის”, “ბარსელონას” და სხვა დიდი კლუბების წინააღმდეგ, შესაბამისად მისი კარში დაყენება არანაირ რისკს არ უკავშირდებოდა. ბექა მიქელთაძე და გრიგოლ ჩაბრაძე ტრიბუნაზე ისხდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ისინი ყველა ვარჯიშზე ბოლომდე იხარჯებიან და არა იმიტომ, რომ ტრიბუნაზე ჯდომა არ სურთ, არამედ იმიტომ, რომ პროფესიონალები არიან. ისინი გაგებით ხვდებიან ჩემს გადაწყვეტილებებს და მათ ესმით იმ მიმართულების, რომლითაც ნაკრები მიდის, მათ შანსი აუცილებლად მიეცემათ. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, თუ მე ვაგებ ყველანი ვაგებთ, თუ თქვენ იგებთ, ყველანი ვიგებთ. "მე ვარ საქართველო", "ჩვენ ვართ საქართველო" ეს ფრაზები სწორედ იმას მიუთითებს, რომ გუნდურად უნდა ვიმუშავოთ", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.
საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების დაპირისპირება 12 ივნისს, "დინამო არენაზე" გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები