Belive

ვილი სანიოლი: "საქართველოსთან დაპირისპირებით არცერთი გუნდი ბედნიერი არ არის"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის კლასიკური შესარჩევი ეტაპის წილისყრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ესპანეთის ნაკრებს უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ. ნათელია, რომ ეს ჯგუფის პირველი გუნდი იქნება.

ფეხბურთში რთულია რაღაცის წინასწარ დაგეგმვა, თუმცა ვიცი, რომ ნორვეგიასთან, შოტლანდიასთან და კვიპროსთან ჩვენს სიტყვას ვიტყვით. მეტოქეებზე ფიქრისას ყოველთვის გამოარჩევ შედარებით ძლიერს ან სუსტს, თუმცა ერთი რამ ნათელია - ჩვენი ჯგუფის ოთხივე მეტოქე არ არის ბედნიერი საქართველოს წინააღმდეგ თამაშით და ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

როდესაც ნორვეგიაზე ფიქრობ, ერლინგ ჰოლანდი გახსენდება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი კაპიტანი ძალიან ბედნიერია, რადგან მის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა. ჩვენი მოთამაშეებისთვის მნიშვნელოვანია როგორც დიდი გუნდების, ისე დიდი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში.

შოტლანდიაში ყოველთვის განსაკუთრებული საფეხბურთო ატმოსფეროა და ეს გამორჩეული მატჩი იქნება, ხოლო კვიპროსის და თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ თამაში განსაკუთრებულია", -
თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

ვილი სანიოლის მიერ გაწვრთნილი გუნდი უეფას ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის A ჯგუფში ითამაშებს, რომელშიც 4 მეტოქე ეყოლება: ესპანეთი, ნორვეგია, შოტლანდია და კვიპროსი.

სხვა სტატიები