Belive

ვილი სანიოლი: "კვარა საუკეთესოობისთის ყველაფერს აკეთებს - ნაპოლი მისთვის იდეალური ადგილია" 

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მისი გუნდის და "ნაპოლის" ერთ-ერთი ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"კვარა ნამდვილად ის ფეხბურთელია, რომელზეც ყველა ყურადღებას ამახვილებს, რადგან ამ წელიწადნახევრის განმავლობაში, აბსოლუტურად წარმოუდგენელი განვითარების გზა ჰქონდა.

მას ყოველთვის ჰქონდა შესანიშნავი თვისებები და ძალიან სწრაფად მოახერხა იტალიასთან ადაპტირება, ახლა კი ის გოლის გატანის ასპექტში საგრძნობლად გაუმჯობესდა და ჩვენ ვიცით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ ფეხბურთში სტატისტიკას.

ვფიქრობ, ჯერჯერობით, "ნაპოლი" კვარაცხელიას თვისებების მქონე ფეხბურთელისთვის შესანიშნავი გუნდია, მაგრამ აბსოლუტური ჭეშმარიტება ეს ვერ იქნება, რადგანაც ვფიქრობ, სადაც არ უნდა თამაშობდეს, მთავარია მწვრთნელის უწყვეტი ნდობა ჰქონდეს. ლუჩიანო სპალეტისთან მას მშვენიერი ურთიერთობა აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მის ზრდაში დიდ წვლილს შეიტანს.

ის ამბიციურია, როგორც მოედანზე, ისე მის ფარგლებს გარეთ და ამას ყოველდღე აჩვენებს ვარჯიშსა და ცხოვრების წესში. მან იპოვა სწორი ბალანსი ყველა კომპონენტს შორის ძლიერი კარიერისთვის. ბევრი ფეხბურთელი ამბობს, რომ მათ სურთ იყვნენ საუკეთესოები, მაგრამ ხშირად, ისინი ყველაფერს არ აკეთებენ საამისოდ, მაგრამ ის აკეთებს", - თქვა ფრანგმა სპეციალისტმა.

ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გატანილი გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.

სხვა სტატიები