Belive

ვიერიმ უპასუხა შეკითხვას - გადავიდოდა თუ არა საუდის არაბეთში 20-მილიონიანი ხელფასის სანაცვლოდ

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში კრისტიან ვიერიმ განაცხადა, რომ არ აკრიტიკებს ფეხბურთელებს, რომლებიც სათამაშოდ საუდის არაბეთში გადადიან:

,,გადავიდოდი თუ არა 26 წლის ასაკში 20-მილიონიანი ხელფასის სანაცვლოდ საუდის არაბეთში? ჩემთვის გაცილებით მეტი უნდა გადაეხადათ. იყო დრო, როცა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული თავდამსხმელი ვიყავი, ამიტომ 20 მილიონი ზედმეტად ცოტა იქნებოდა (იცინის)...

ყოველ შემთხვევაში, ასჯერ მითქვამს, რომ არავის ვაკრიტიკებ, ყველა საკუთარ ცხოვრებასა და კარიერაზე ფიქრობს. 20 წლის განმავლობაში ჩემს გადაწყვეტილებებზე ისე საუბრობდნენ, რომ არაფერი ესმოდათ. გასაგებია, რომ რეტეგიმ წასვლა გადაწყვიტა, რადგან ძალიან დიდი ხელფასი შესთავაზეს. ზოგჯერ სწორი ან არასწორი არჩევანი არ არსებობს.'' - კრისტიან ვიერი

ვიერის კარიერა 1991 წელს ტორინოში დაიწყო. იტალიელი თავდამსხმელი სხვადასხვა დროს პიზაში, რავენაში, ვენეციაში, ატალანტაში, იუვენტუსში, ატლეტიკოში, ლაციოში, ინტერში, მილანში, მონაკოში, სამპდორიასა და ფიორენტინაში თამაშობდა.

ფორვარდის ანგარიშზე იტალიის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 49 შეხვედრაში 23 გოლია.