Belive

"ვგრძნობდი, რომ აქ ბედნიერები ვიყავით, მაგრამ დონე ძალიან მაღალია" - პეპ გვარდიოლა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალურ ეტაპზე, რომელიც მანჩესტერ სიტისა და ალ ჰილალს შორის გაიმართა უხვგოლიანი მატჩი ვიხილეთ. გამარჯვებული ძირითად დროში არ გამოვლინდა, დაძაბულ და შესანიშნავ შეხვედრაში საუდის არაბეთის კლუბმა მანჩესტერ სიტი 3:4 დაამარცხა.

მატჩის შემდეგ მანჩესტერული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრესკონფერენციაზე ისაუბრა:

ამ ეტაპზე ყველა თამაში რთულია, ჩვენ მათ ბევრი შეტევის შესაძლებლობა მივეცით, მაგრამ ჩვენ უფრო მეტი შევქმენით, საერთო ჯამში კარგად ვითამაშეთ.

სამწუხარო მარცხი განვიცადეთ. ჩვენ ძალიან კარგ მდგომარეობაში ვიყავით და ამისთვის ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს. ახლა სახლში მივდივართ და დროა დავისვენოთ, გონება განვაახლოთ და შემდეგი სეზონისთვის დავბრუნდეთ.

ბევრი კარგი რამ ვნახე, რაც წარსულში არ მინახავს, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ფეხბურთელებსა და პერსონალს შორის ურთიერთობა. ვგრძნობდი, რომ აქ ბედნირები ვიყავით, მაგრამ დონე ძალიან მაღალია.

ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ ბონომ წარმოუდგენელი ბურთების აღება მოახერხა. სხვა არაფერია სათქმელი - პეპ გვარდიოლა - მანჩესტერ სიტის მთავარი მწვრთნელი

სხვა სტატიები