Belive

ვესტ ჰემის მფლობელმა დაადასტურა - დეკლან რაისი კლუბს ტოვებს

10 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ლონდონური კლუბის "ვესტ ჰემის" დირექტორმა - დევიდ სალივანმა დაადასტურა, რომ 24 წლის ინგლისელი ნახევარმცველი - დეკლან რაისი კლუბს ამ ზაფხულში დატოვებს.

სალივანის განცხადებით, რაისმა კონფერენს ლიგის ფინალში "ვესტ ჰემის" მაისურით ბოლო მატჩი ჩაატარა და დიდებული გრძნობითა და ტრიუმფით მიდის კლუბიდან. აქვე შეგახსენებთ, რომ "ვესტ ჰემმა" 1965 წლის შემდეგ პირველი ევროპული ტიტული მოიპოვა.

"დიდი ხანია რაისზე დიდი კლუბები ნადირობენ, ჩვენ მისი შენარჩუნება წლების განმავლობაში შევძელით, თუმცა ახლა უძლურები ვართ, რადგან წასვლა მისი გადაწყვეტილებაა. ის ძალიან კარგი ბიჭია და დიდი ფეხბურთელია, რომელიც ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში მის სახელს დიდი და ოქროს ასოებით დატოვებს.

ფინალამდე ის მოვიდა ჩემთან და მორიდებით მთხოვა, რომ ეს მისი ბოლო თამაში უნდა ყოფილიყო. არ შეიძლება ფეხბურთელს წინ აღუდგე, როდესაც ეს მისი სურვილია, გული მწყდება მაგრამ უძლურები ვართ..." - დევიდ სალივანი.

შეგახსენებთ, რომ დეკლან რაისი დიდ ფეხბურთში სწორედ "ვესტ ჰემიდან" გამოჩნდა. ლონდონური კლუბი მის კარიერაში ერთადერთი გუნდია, სადაც უთამაშია, ახლა კი ნამდვილად საინატერესოა, თუ რომელი კლუბი შეძლებს 24 წლის ინგლისელის ტრანსფერში გამარჯვებას.

რამდენარად ცნობილია, მისი შეძენით "არსენალი"; "მანჩესტერ იუნაიტედი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებული, თუმცა ამ ტრანსფერში გამოკვეთილი ფავორიტი კვლავ ლონდონური კლუბია.

24 წლის ინგლისელ ნახევარმცველს "ვესტ ჰემის" შემადგენლობაში 2018 წლიდან ვხედავთ, მას შემდეგ კი მან 212 მატჩი ჩაატარა, რა დროშიც გოლით თავი 14-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები