Belive

ვესტ ჰემი Vs. ჰადერსფილდი (პრევიუ)

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
მხოლოდ Betlive.com-ზე და პირველად საქართველოში – ჯეკპოტები სპორტში! დადე ბილეთი და მოიგე 25 000; 50 000; 75 000 ან 100 000 ლარი! აქციაში ჩართვა მარტივია: საკმარისია დადოთ მინიმუმ 1 ბილეთი სპორტში ნებისმიერ მოვლენაზე, შეავსოთ ქვიზი და გამოიცნოთ 3 მატჩის პირველი გოლის ავტორი! ამ კვირაში გამოსაცნობი მატჩებია: "ბარნლი" Vs. "ლესტერი" "ვესტ ჰემი" Vs. "ჰადერსფილდი" "ევერტონი" Vs. "ჩელსი" პრემიერლიგის 31-ე ტურის შეხვედრაში "ვესტჰ ჰემი" "ჰადერსფილდს" დაუპირისპირდება. ლონდონში, "ოლიმპიურ სტადიონზე" გასამართ შეხვედრაში ფავორიტის სტატუსით "ვესტ ჰემი" სარგებლობს. აღსანიშნავია რომ მანუელ პელეგრინის გაწვრთნილმა "ვესტ ჰემმა" ყველა ტურნირის ეგიდით, "ოლიმპიურ სტადიონზე" გამართული უკანასკნელი 6 მატჩიდან 4 მოიგო და 2 ფრედ დაასრულდა. 16 მარტს გასამართ შეხვედრას ორივე გუნდი მნიშვნელოვანი დანაკლისით ხვდება, რაც პრემიერლიგის სატურნირო ცხრილის ფსკერზე მყოფი "ჰადერსფილდის" მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს. უინსტონ რიდი, კარლოს სანჩესი, ჯეკ უილშირი და ანდრეი იარმოლენკო "ვესტ ჰემის" დახმარებას ვერ შეძლებენ. "ჰადერსფილდის" შემადგენლობაში დანიელ უილიამსს, ისააკ მბენზასა და ადამა დიაკაბის ვერ ვიხილავთ.

საინტერესო ფაქტები მატჩის წინ:

  • ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 3 დაპირისპირებიდან 2 შეხვედრაში "ვესტ ჰემის" ფეხბურთელებმა შეძლეს ანგარიშის გახსნა. "ჰადერსფილდმა" მხოლოდ ერთ მატჩში შეძლო დაწინაურება.
  • ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი სამი დაპირისპირებიდან 2 "ვესტ ჰემის" გამარჯვებით დასრულდა, ხოლო 1 მატჩში საყაიმო ანგარიში (1:1) დაფიქსირდა.
  • პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში "ვესტ ჰემის" საუკეთესო სნაიპერები ფელიპე ანდერსონი (8) და მარკო არნაუტოვიჩი (7) არიან. "ჰადერსფილდის" ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ (მატიას იორგენსენი) მხოლოდ 3 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები