Belive

ევროპა ლიგაზე მერვედფინალური წყვილები ცნობილია

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ევროპა ლიგაზე, როგორც მოგეხსენებათ 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდა და მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. დარჩენილი 16 გუნდიდან ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი ესპანეთს ყავს. მათ ღირსებას "სევილია", "ვალენსია" და "ვილიარეალი" დაიცავს. ინგლისის სახელით კი "ჩელსი" და "არსენალი" იასპარეზებენ. იტალიას "ნაპოლი" და "ინტერი" წარმოადგენენ. რუსეთს - "კრასნოდარი" და "ზენიტი". თითო გუნდით კი წარმოდგენილები არიან გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ხორვატია, ჩეხეთი, უკრაინა და ავსტრია. მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება: "ჩელსი" - "კიევის დინამო" "ფრანკფურტის აინტრახტი" - "ინტერი" "ზაგრების დინამო" - "ბენფიკა" "ნაპოლი" - "ზალსბურგი" "ვალენსია" - "კრასნოდარი" "სევილია" - "პრაღის სლავია" "არსენალი" - "რენი" "ზენიტი" - "ვილიარეალი" პირველი შეხვედრები 7 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 14 მარტს შედგება.

სხვა სტატიები