UEFA-ს ევროპა ლიგაზე, როგორც მოგეხსენებათ 1/16 ფინალური ეტაპი დასრულდა და მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა.
დარჩენილი 16 გუნდიდან ყველაზე მეტი, 3 წარმომადგენელი ესპანეთს ყავს. მათ ღირსებას "სევილია", "ვალენსია" და "ვილიარეალი" დაიცავს. ინგლისის სახელით კი "ჩელსი" და "არსენალი" იასპარეზებენ. იტალიას "ნაპოლი" და "ინტერი" წარმოადგენენ. რუსეთს - "კრასნოდარი" და "ზენიტი". თითო გუნდით კი წარმოდგენილები არიან გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, ხორვატია, ჩეხეთი, უკრაინა და ავსტრია.
მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:
"ჩელსი" - "კიევის დინამო""ფრანკფურტის აინტრახტი" - "ინტერი""ზაგრების დინამო" - "ბენფიკა""ნაპოლი" - "ზალსბურგი""ვალენსია" - "კრასნოდარი""სევილია" - "პრაღის სლავია""არსენალი" - "რენი""ზენიტი" - "ვილიარეალი"
პირველი შეხვედრები 7 მარტს გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩები 14 მარტს შედგება.