Belive

ვერატი: ,,მსაჯებს სურვილი აქვთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ დაუსტვინონ''

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
,,პარი სენ ჟერმენის'' ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, ,,ნანტთან'' წაგებული მატჩის შემდეგ, შეხვედრის მსაჯი გააკრიტიკა:
,,დენის აპიას კილიან მბაპეს წინააღმდეგ ჯარიმისთვის მეორე ყვითელი ბარათი უნდა მიეღო. როგორ შეიძლებოდა, რომ ასე არ მომხდარიყო? მსაჯს მატჩი უკეთ უნდა გაეკონტროლებინა. იმდენად სერიოზული დარღვევები იყო, რომ შეიძლებოდა, ფეხბურთელი 3 თვით დაგვეკარგა. რა თქმა უნდა, ის ფაქტიც მაკვირვებს, რომ არბიტრმა პირველ ტაიმს 1 წუთი დაამატა, პენალტი კი 49-ე წუთზე დანიშნა. თუმცა, თავს არ ვიმართლებ. წაგება დამსახურებულია, მაგრამ ვგრძნობთ, რომ მსაჯებს აქვთ სურვილი, ჩვენ წინააღმდეგ დაუსტვინონ. ეს უცნაურია,'' - განაცხადა ვერატიმ.
ლიგა 1-ის 25-ე ტურში ,,ნანტმა'' ,,პარი სენ ჟერმენს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. შედეგად, საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზული გუნდის 15-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა.

სხვა სტატიები