ვერატი კატარში თამაშზე: ,,აქ გამარჯვების სიხარული ისევ შევიგრძენი''
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში მარკო ვერატის კატარში თამაშის შესახებ ჰკითხეს:
,,მოდით, ასე ვთქვათ, ახალი გამოწვევა, ახალი მოტივაცია მჭირდებოდა. დოჰას აქამდეც ვიცნობდი და ყოველთვის მომწონდა. ეს ცხოვრებისეული არჩევანი იყო და მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.
როგორია აქაური ლიგა? კონკურენტუნარიანი. გასულ სეზონში სხვა გუნდში ვთამაშობდი, ალ დუჰაილმა კი ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა. ჩვენი მიზანი ჩემპიონობაა!
იცით, რა სხვაობაა კატარსა და ევროპას შორის? აქ თუ ფეხბურთელი სათადარიგოთა სკამზე ზის, არ წუწუნებს და არ ბრაზდება. ყველა იღიმის და ერთად ყოფნისა და თამაშის სურვილი ყველაფერს სცდება. პსჟ-ში მოგება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, აქ კი ისევ შევიგრძენი რაღაც ,,ბავშვური'', გამარჯვების სიხარული, სწორედ ისე, როგორც ბავშვობაში იყო. პარიზში ჩემიონობა ერთფეროვანი გახდა.'' - მარკო ვერატი
მარკო ვერატი კატარში ზედიზედ მე-3 სეზონს გაატარებს. იტალიელი ფეხბურთელის ახალი გუნდი ალ დუჰაილი იქნება, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
32 წლის ნახევარმცველი წინა 2 სეზონში ალ არაბის ღირსებას იცავდა და 40 მატჩში 4 გოლის გატანაც შეძლო.