ვატო არველაძე საქართველოს ჩემპიონატში დაბრუნდა.
22 წლის ფეხბურთელი ყოფილ კლუბ თბილისის "ლოკომოტივს" შეუერთდა და წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა.
ახალგაზრდა თავდამსხმელი 2018 წლის 1 ივლისს პოლონურ "კორონაში" ჩაირიცხა, 29 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა. სწორედ "კორონაში" ყოფნის დროს ითამაშა ვატომ საქართველოს მთავარ ნაკრებში და გიბრალტარის კარში პენალტის გატანაც მოახერხა. მიმდინარე წლის 5 მაისს, ვატომ ექსტრაკლასას ბინადარ კლუბთან კონტრაქტი გაწყვიტა.
არველაძე "რკინიგზელების" მაისურით 2015-18 წლებში თამაშობდა და 37 მატჩში 8 გოლის გატანა და ამდენივე საგოლე პასის მოგროვება შეძლო.