Belive

ვან გაალის პასუხი დი მარიას - "იმედია, ამის გამო 1/4-ფინალში საკადრის პასუხს გავცემ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ

რამდენიმე დღის წინ, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და "იუვენტუსის" ნახევარმცველმა - ანხელ დი მარიამ, მის კარიერაში ყველაზე "ცუდ" მწვრთნელზე ისაუბრა, სადაც ლუის ვან გაალი დაასახელა.

საინტერესოა, რატომ გადაწყვიტა ანხელ დი მარიამ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4-ფინალის წინ ამის თქმა, სადაც არგენტინა სწორედ ლუის ვან გაალის გაწვრთნილ ნიდერლანდების ნაკრებს შეხვდება.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე, ნიდერლანდების ნაკრების მწვრთნელმა - ლუის ვან გაალმა, დი მარიას სიტყვებს უპასუხა.

"დი მარიამ მე დამასახელა მის კარიერაში ყველაზე ცუდ მწვრთნელად?! - ეს ძალიან საწყენია, რადგან მე მასთან "მანჩესტერში" ყოფნის დროს იდეალური ურთიერთობა მქონდა.

ის უფრო საწყენია, რომ მსგავი რამე ჩემს თავზე ძალიან იშვიათად მესმის და ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც მე ცუდ მწვრთნელად მასახელებს.

დიდი იმედი მაქვს, ამ სიტყვების გამო მას 1/4-ფინალში საკადრის პასუხს გავცემ..."

შეგახსენებთ, რომ ანხელ დი მარია "მანჩესტერში" 2014-2015 წლებში თამაშობდა, სადაც იმ დროის "წითელი ეშმაკების" მწვრთნელი, ნიდერლანდელი - ლუის ვან გაალი იყო.

2022 წლის მუნდიალზე კი, არგენტინა - ნიდერლანდების 1/4-ფინალური დაპირისპირება 9 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები