Belive

ვან გაალი: ,,როცა ბურთი მეტოქეს აქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, აშშ-სთან მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენი გეგმა თავისუფალი ზონების შექმნა იყო, რაც წარმატებით გამოგვივიდა. ერთიმეორეზე ლამაზი გოლები ვიხილეთ, საოცარი მატჩი გამოვიდა. მესამე გოლის მომენტში მარცხენა მცველმა საგოლე პასი მარჯვენა მცველს გაუკეთა - გასაოცარია...

თუმცა, ბურთით თამაშისას საკმარისად კარგები არ ვართ. როცა ბურთი მეტოქეს აქვს, ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ, როცა ბურთს ჩვენ ვფლობთ, ხშირად ვკარგავთ. ეს უნდა გამოვასწოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიო ჩემპიონები ვერ გავხდებით.

ახლა ფეხბურთელებს ერთდღიან დასვენებას მივცემ და ჩემი ნახვა აღარ მოუწევთ. ისინი ჩემით უკვე იღლებიან,'' - განაცხადა ვან გაალმა.

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში ნიდერლანდებმა აშშ-ს 3:1 მოუგო და მეოთხედფინალში გავიდა.

ვან გაალის გუნდის მომავალი მეტოქე დღეს, არგენტინისა და ავსტრალიის მატჩში გაირკვევა.

სხვა სტატიები