Belive

ვან დაიკმა დაჯილდოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულისა" და ჰოლანდიის ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილოვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა განაცხადა, რომ მესი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
"ნაწყენი არ ვარ, მეტიც, მესის მოგებული პრიზით ბედნიერი ვარ, რადგან ვთვლი, რომ არგენტინელი ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია. თუ არჩევნის წინაშე ვიქნები, მირჩევნია ყოველ წლიურად გუნდური ჯილდოები მოვიგო და ინდივიდუალური პრიზის გარეშე დავრჩე. ამაყი ვარ, რომ დღეს მესისა და რონალდუს გვერდით ვიყავი" - განაცხადა ვან დაიკმა.
შეგახსენებთ, რომ FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ლიონელ მესიმ მოიპოვა.

სხვა სტატიები