Belive

ვან დაიკმა დაასახელა თავდამსხმელი, რომლის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე მეტად გაუჭირდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ,,ლივერპულის'' მცველმა, ვირჯილ ვან დაიკმა, უპასუხა შეკითხვას თუ რომელი თავდამსხმელის წინააღმდეგ გაუჭირდა თამაში კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტად:

,,ჟირუს... ეს არის თავდამსხმელი, რომელმაც კარიერაში ყველაზე მეტი პრობლემა შემიქმნა. რაღაც ძალებით ყოველთვის ახერხებს გოლების გატანას,'' - ვან დაიკის სიტყვებს RMC Sport-ი ციტირებს.

2015-2016 წლების სეზონის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკმა ოლივიე ჟირუს წინააღმდეგ სულ 12-ჯერ ითამაშა. ამ 12 შეხვედრიდან 5-ში ფრანგმა თავდამსხმელმა იმარჯვა, 4-ში ნიდერლანდელმა, 3 მატჩი კი ფრედ დასრულდა.

მიმდინარე სეზონში ჟირუს ანგარიშზე ,,მილანის'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები