Belive

ვან დაიკის ფანტასტიკური წაუგებელი სერია შეწყდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-12 ტურის შეხვედრაში, "ლივერპულისა" და "ლიდსის" დაპირისპირება შედგა.

"ენფილდზე" გამართული მატჩი მოულოდნელი შედეგით, 1:2 დასრულდა. მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის გავწრთნილი "ლივერპული" მიმდინარე სეზონში არც ისე დამაჯერებლად ასპარეზობს, მასპინძელთა მარცხი მაინც სენსაციად ფასდება.

"ენფილდზე" განცდილი მარცხის შემდეგ, ვირჯილ ვან დაიკის ფენომენალური წაუგებელი სერია შეწყდა. მერსისაიდელთა ნიდერლანდელი დაცვის ბურჯი "ენფილდზე" ზედიზედ 70 მატჩის განმავლობაში დაუმარცხებელი იყო.

ვან დაიკის წაუგებელი სერია, სამერვილმა 89-ე წუთზე გატანილი გოლით დაასრულა.

სხვა სტატიები