Belive

ვან დაიკი: "სქესს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ქალი მსაჯის დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
Live.ge სტამბოლშია და “ლივერპულისა” და “ჩელსის” წინასამატჩო პრესკონფერენციას დაესწრო, სადაც ლივერპულელთა ცენტრალურმა მცველმა ვირჯილ ვან დაიკმა რამდენიმე მნიშნველოვან საკითხზე ისაუბრა: საუკეთესო ცენტრალური მცველი: "ვინ არის საუკეთესო მცველი? არ ვიცი. ეს კონკრეტული ადამიანის ინდივდუალური აზრია და მისი გადასაწყვეტია. ახლა არ გეტყვით ჩემს აზრს, თუმცა მსოფლიოში ბევრი შესანიშნავი მცველია" ისტორიაში პირველად სუპერთასზე ქალი მსაჯის შესახებ: "ვფიქრობ, სქესი გადამწყვეტი არ არის. თუ ხარისხიანი მსაჯია და ის ნამდვილად არის, რადგან ის ამისთვის ემზადებოდა და ბევრი სხვა თამაში განუსჯია. ვფიქრობ, რომ მისი დანიშვნა სწორი გადაწყვეტილებაა და სქესს არანაირი მნიშნველობა არ აქვს. ალისონ ბეკერი FIFA XI თერთმეტეულში არ მოხვედრაზე: " ესეც რა თქმა უნდა შეხედულებებზეა დამოკიდებული. არ ვიცი ვინ მიიღო გადაწყვეტილება, მაგრამ ვიცი რომ ამ სიაში მოხვედრა არ სჭირდება მას იმისთვის რომ იყოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე მსოფლიოში. გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ მას პატივი უნდა ვცეთ". შეგახსენებთ, რომ სუპერთასის ფინალი, ოთხშაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები