Belive

ვან დაიკი სოლსკიაერის სახლში ცხოვრობს

5 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, ოლე გუნარ სოლსკიაერი კურიოზული მიზეზით ვერ ბრუნდება საკუთარ სახლში.  The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "წითელი ეშმაკების" ოფიციალურმა პირებმა სოლსკიაერს იმავე სასტუმროში დაუჯავშნეს ნომერი, რომელშიც ჟოზე მოურინიო ცხოვრობდა. შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მოღვაწეობის დროს, ჟოზე მოურინიო სასტუმრო ლოურის აპარტამენტებში ცხოვრობდა. სასტუმროში გატარებული 127 კვირა "მანჩესტერ იუნაიტედს" 800.000 ფუნტი დაუჯდა. პორტუგალიელი სპეციალისტისაგან განსხვავებით, სოლსკიაერმა სასტუმროს დატოვება და მის საკუთრებაში მყოფ სახლში გადასვლა გადაწყვიტა. ჩეშირის ოლქში მდებარე სახლი, რომელიც £4 მილიონადაა შეფასებული სოლსკიაერის მფლობელობაშია თუმცა სახლში ვირჯილ ვან დაიკი ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ სოლსკიაერს აღნიშნული სახლის გაყიდვა სურდა მაგრამ მყიდველი არ გამოჩნდა. "საუთჰემპტონიდან" "ლივერპულში" გადასვლის შემდეგ, აგენტებმა ვან დაიკს აღნიშნული სახლის იჯარით აღება შესთავაზეს, რაზეც მერსისაიდელთა ჰოლანდიელი ვარსკვლავი სიამოვნებით დათანხმდა. სოლსკიაერსა და ვან დაიკს შორის გაფორმებული არენდის ხელშეკრულების თანახმად, ნორვეგიელი სპეციალისტი ჰოლანდიელ მცველს კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ვერ მოსთხოვს სახლის გათავისუფლებას. ამრიგად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელის სახლში მანჩესტერელთა მოსისხლე მტრის, "ლივერპულის" ფეხბურთელი ცხოვრობს - თავად სოლსკიაერს კი სხვა სახლის ძებნა უწევს.

სხვა სტატიები