Belive

ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგი შეაფასა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს UEFA-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის კენჭისყრა გაიმართა. ცნობილია ყველა ის წყვილი, რომელიც 1/8-ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდება. როგორც იცით, კატალონიის "ბარსელონას" მეტოქედ "ნაპოლი" ერგო. იტალიური და ესპანური გუნდები ჩემპიონთა ლიგაზე ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ კენჭისყრის შედეგზე ისაუბრა. "ნაპოლის ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი სეზონი აქვს. ნეაპოლელები ძალიან ძლიერი მეტოქეები არიან. "სან პაოლოზე" დიდებულ ატმოსფეროს ველი," - თქვა ვალვერდემ. "ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი დაპირისპირება 26 თებერვალს, ნეაპოლში გაიმართება.

სხვა სტატიები