Belive

ვალტერ მაცარი : ლავეცი თუ კვარა? ლავეცი დაცვას ვერ ეხმარებოდა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სერია A-ს მე-13 ტურის წინ ნაპოლის ახალი მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებთან პირველად გამოჩნდა, "ატალანტასთან" დაპირისპირებამდე ვალტერ მაცარიმ ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლავეცის შედარება:

კვარა და ლავეცი? რთული შესადარებელია. რა თქმა უნდა, პოზიციით ისინი ერთნაირი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათ სათამაშო ხასიათში განსხვავებებია, მაგალითად ლავეცი დაცვას ვერ ეხმარებოდა და არც ვავალებდი, რადგან ფიზიკურად ამხელა დატვირთვის მიღება არ შეეძლო, ახლა სხვა ფეხბურთია და სხვა სქემები. თუ ვსაუბრობთ შეტევაზე დიახ, კვარასაც და ლავეცისაც კაცის მოტყუების და გოლის გატანის შესანიშნავი უნარები აქვთ, მე მაინც მიჭირს მათი შედარება, უფრო მარტივი კავანისა და ოსიმენის შედარებაა. -

გუნდში 10 წლის შემდეგ დაბრუნებაზე :

დიახ, ეს ყველაზე ძლიერი გუნდია, რომელშიც მიმუშავია, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყო ამის თქმისას, რადგან ცნობილი ვარ იმით, რომ წუწუნი მიყვარს, შევეცდები სხვანაირი მაცარი ვიყო (იცინის). სპალეტის წინა სეზონში ბრწყინვალე გუნდი ჰყავდა, ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდნენ. რუდი გარსიაზე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ნებისმიერი მწვრთნელისთვის რთული იქნებოდა სპალეტის ჩანაცვლება. საქმე იმაშია, რომ გუნდი არ არის მიჩვეული ჩემპიონის ამპლუაში ყოფნას და სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ სეზონი ასე დაიწყეს. მახსოვს იტალიის თასზე "იუვენტუსთან" მოგება და გადარეული ფანები, წარმომიდგენია რა იქნებოდა წინა სეზონში, როცა ნაპოლი ჩემპიონი გახდა. -

კავანისა და ოსიმენის შედარება :

კავანისთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ერთი შეხედვით, მისი და ოსიმენის სათამაშო სტილი ერთმანეთს ჰგავს. როცა კავანის უკან ჩამოსვლას ვთხოვდი, ამას უპირობოდ ასრულებდა, ალბათ ოსიმენიც ასე მოიქცევა. -

ნაპოლი მე-13 ტურის მატჩში ბერგამოში "ატალანტას" ესტუმრება, ამ მომენტისთვის ჩემპიონებს 21 ქულა აქვთ და ცხრილის მე-4 ადგილზე იმყოფებიან. პირველ ადგილზე მყოფ "ინტერთან" ჩამორჩენა კი 10 ქულაა.

სხვა სტატიები