Belive

ვალერი გაზაევი: "რუსეთის ჩემპიონატს წელსაც იგივე ფავორიტები ეყოლება"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუნდები, რომლებმაც 2018/19 წლების სეზონში, რუსეთის პრემიერ-ლიგაში პირველი ხუთი პოზიცია დაიკავეს, მომავალ სეზონში ჩემპიონობის მთავარი ფავორიტები არიან - ეს რუსეთის კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ასევე რუსეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელის, ვალერი გაზაევის მოსაზრებაა. "ჩემთვის უკვე ნათელია, თუ რომელი გუნდები დააკომპლექტებენ პირველ ხუთეულს. მთავარი საკითხი ისაა, თუ როგორ ითამაშებენ რუსული გუნდები ევროტურნირებზე, უკანასკნელ წლებში ჩვენ არასახარბიელო შედეგებს ვაჩვენებდით. თუკი რუსული გუნდები ჩემპიონთა ლიგასა და ევროპა ლიგაზე წარმატებით იასპარეზებენ, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ რუსული ფეხბურთი ვითარდება," განაცხადა გაზაევმა.  

სხვა სტატიები