Belive

"ვალენსიასთვის სიცოცხლის დაზღვევაა" - როგორ გამოეხმაურა ესპანური მედია მამარდაშვილის თამაშს?

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
2022/23 წლების საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე, "ვალენსიამ" მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და დორტმუნდის "ბორუსიას" - 3:1 აჯობა. მატჩის დასრულების შემდეგ, ესპანური მედია ქართველი მეკარის დამაჯერებელ თამაშს გამოეხმაურა.
"ახალი სეზონი ისე იწყება, როგორც წინა დასრულდა. ეჭვების გარეშე, მამარდაშვილი "ვალენსიასთვის" სიცოცხლის დაზღვევასავით არის, ის გადაულახავი კედელია. წყლის შესვენების შემდეგ, მუკოკოს კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ იგი კედელს წააწყდა, ეს კი გიორგი მამარდაშვილია", - წერს eldesmarque.com-ი. https://www.live.ge/fexburti/gonsalo-gedeshis-ulamazesi-goli-dortmundis-karshi-video/
საინტერესოა ისიც, რომ გამოცემამ მამარდაშვილის თამაში 8 ქულით შეაფასა, რაც სამუ კასტილეხოსთან ერთად, თავისი გუნდის რიგებში გონსალო გედეშის (9) შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი იყო.

სხვა სტატიები