Belive

"ვალენსიაში ბრუნდება, მაგრამ სატრანსფერო ფანჯრის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია" - ესპანური მედია მამარდაშვილის შესახებ

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური მედია საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის პოტენციური ტრანსფერის და "ვალენსიაში" წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის შეკრებაზე ჩასვლაზე წერს.

"24 ივლისს, გიორგი მამარდაშვილი და ანდრე ალმეიდა სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და "ვალენსიას" შვეიცარიაში გასამართი წინასასეზონო მოსამზადებელ შეკრებაზე გამგზავრებამდე შეუერთდებიან. ორივე ფეხბურთელმა ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე ითამაშა და ტურნირზე თანაბარი დროის გატარება მოუწიათ.

CIES Football Observatory-ის მიერ მომზადებულ უახლეს რეიტინგში მამარდაშვილი გამოირჩევა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო 25-წლამდელთა მეკარე, რომელსაც მხოლოდ დონარუმა, კრეპსკი და დიოგო კოშტა ჯობნის.

მისი საბაზრო ღირებულება ვარსკვლავურად გაიზარდა, იმდენად, რომ სატრანსფერო ფანჯრის დაწყების შემდეგ ის ერთ-ერთი მთავარი განხილვის ობიექტი და ამავე დროს კლუბიდან წამსვლელთა სიაში ლიდერია. თუმცა, ბოლო დროს, იმის გამო, რომ ოფიციალურ შემოთავაზებაზე პასუხი ჯერჯერობით არ ყოფილა, მისი ტრანსფერი ცოტათი გაცივდა", - წერს ესპანური მედია.

2022/23 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” შემადგენლობაში 42 მატჩში 49 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

ამჟამად მამარდაშვილის მიმართ ინტერესი გერმანული გრანდის გარდა ინგლისის პრემიერ ლიგის გრანდებს, “მანჩესტერ იუნაიტედს”, ლონდონის “ჩელსის”, “ტოტენჰემს”, “ასტონ ვილას” და ასევე პორტუგალიურ “პორტუს” აქვთ.

სხვა სტატიები