Belive

ვალენსიას მწვრთნელი: ,,მამარდაშვილი ახალგაზრდა მეკარეა დიდი გამოცდილებით''

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,რაიო ვალეკანოსთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, ,,ვალენსიას'' მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ბარახამ, მისი გუნდის მეკარეზე - გიორგი მამარდაშვილზე ისაუბრა:

,,მამარდაშვილი ახალგაზრდა მეკარეა, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს. ლოგიკურია, რომ მოსაგებად საჭიროა, მეკარემ მეტოქის დარტყმები მოიგერიოს. მან სწორედ ეს გააკეთა ბარსელონასთან და მატჩი დღესაც ძალიან კარგად წაიკითხა. დღეს განსაკუთრებით მეორე სართულზე თამაშით დაგვეხმარა.

ჩვენ მის გასაუმჯობესებლად ყოველდღიურად ვმუშაობთ! 22-23 წლისაა და სასწავლი ჯერ კიდევ ბევრი აქვს. ის გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.'' - რუბენ ბარახა

ლა ლიგის მე-18 ტურში ,,ვალენსიამ'' ,,რაიო ვალეკანო'' სტუმრად 1:0 დაამარცხა.

18 ტურის შემდეგ, ,,ღამურები'' 23 ქულით სატურნირო ცხრილის მე-10 პოზიციაზე არიან.

მამარდაშვილის გუნდი ლა ლიგის მომავალ შეხვედრას 3 იანვარს, ,,ვილიარეალთან'' შინ გამართავს.

სხვა სტატიები