ვალენსიას მწვრთნელი: "მამარდაშვილმა ფანტასტიკურად ითამაშა, მის გამო ბედნიერები ვართ"
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
"ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ. სიმართლე ისაა, რომ მას არ გავუკვირვებივართ. რადგან ჩვენ ვნახეთ, რომ ის სეზონის წინ ბევრს მუშაობდა. მე და ოჩოტორენამ (მეკარეების მწვრთნელი) ბევრი ვისაუბრეთ. ის ახალგაზრდა ბიჭია, მან უნდა გააუმჯობესოს საკუთარი თავი და გააგრძელოს მუშაობა. სიმართლე ის არის, რომ დღეს ის ძალიან კარგი იყო, როგორც დანარჩენი თანაგუნდელები. მან ფანტასტიკურად ითამაშა და ვულოცავ მას. ჩვენ კმაყოფილი ვართ მისი წვლილით. ის არის ახლად ჩამოსული ბიჭი, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ აითვისა სრულად ენა, რომელსაც აქვს სირთულეები და ეს ნორმალურია. მან აჩვენა ძლიერი პიროვნული თვისებები და უპირველეს ყოვლისა, უზარმაზარი ახლის სწავლის უნარი", - თქვა ბორდალასმა.