Belive

ვალენსიას მწვრთნელი: "გაუგებარი, ბავშვური შეცდომები დავუშვით"

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლა ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრაში, "ვალენსიამ" "სევილიასთან" სტუმრად, "რამონ სანჩეს პისხუანზე" - 1:3 წააგო. ანდალუსიურ კლუბთან წაგებულ დაპირისპირებაში თავისი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველ მეკარე, გიორგი მამარდაშვილს მიუძღოდა, რომელმაც მეტოქის გოლის დროს მძიმე შეცდომა დაუშვა. კარგი სტარტის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მეკარეს 6 ჩატარებული მატჩიდან ყველაზე დაბალშედეგიანი სწორედ "სევილიასთან" მატჩი გამოდგა, რომელსაც მოედანზე მყოფ მოთამაშეებს შორის ყველაზე დაბალი შეფასება 5.5 (Whoscored.ccm, 5.9 Sofasocre) დაიმსახურა. მატჩის შემდეგ, "ვალენსიას" მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა შეხვედრა შეაფასა და თავისი გუნდის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.
"გაუგებარი, ბავშვური შეცდომები,დავუშვით. შეცდომები, რომლებსაც ჩვეულებრივ, პროფესიონალურ ფეხბურთში ვერ ვხედავთ ხოლმე. ეს არის პირველი დივიზიონი და არ შეიძლება ამდენი შეცდომის დაშვება. მესამე გოლი საერთოდ სასაცილო იყო. ახლა ფიქრის და ანალიზის დროა. "ბილბაოსთან" მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია, ის შესანიშნავი გუნდია. ხვალიდან ჩვენ შევეცდებით გავაანალიზოთ შეცდომები და აღვიდგინოთ გუნდის რესურსი. მოთამაშეებს ესმით, რომ ამ შეხვედრის დათმობა არ შეიძლება", - თქვა 57 წლის ესპანელმა სპეციალისტმა.
შემდეგ შეხვედრას “ვალენსია” 25 სექტემბერს, ბილბაოს “ატლეტიკის” წინააღმდეგ საშინაო კედლებში, “მესტალიაზე” გამართავს.

სხვა სტატიები