Belive

ვალენსია ვინისიუს ჟუნიორის დოკუმენტურ ფილმს გამოეხმაურა და აპირებს, რომ Netflix-ს უჩივლოს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანური კლუბი ვალენსია, რომელშიც ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი თამაშობს ვინისიუს ჟუნიორის დოკუმენტურ ფილმს გამოეხმაურა და აპირებს, რომ Netflix-ს უჩივლოს.

ვალენსია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელით განცხადებას ავრცელებს:

კლუბმა წერილობით მიმართა ფილმის გადამღებ კომპანიას, რადგან ფილმში აღწერილი, მესტალიაზე მომხდარი ამბავი რეალობას არ შეესაბამება და ვალენსიას გულშემატკივრების მიმართ სიცრუეს ვაწყდებით, მათ ფაქტები დაამახინჯეს. სიმართლემ და ჩვენი გულშემატკივრების პატივისცემამ უნდა გაიმარჯვოს. ვალენსია იტოვებს უფლებას მიმართოს სასამართლოს. - ვალენსიური კლუბის განცხადება

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ამბავი ეხება 2023 წლის 21 მაისს განვითარებულ მოვლენებს, როდესაც ვალენსია მადრიდის რეალს შეხვდა, მატჩის მიმდინარეობისას ვინისიუს ჟუნიორი ღამურების რამდენიმე ფეხბურთელს დაუპირისპირდა, მათ შორის იყო გიორგი მამარდაშვილიც.

არქივი | შეხვედრაში რამდენიმე გულშემატკივარი რასისტული ქცევით გამოირჩა, რომლის შემდეგაც კლუბმა განცხადებაც გაავრცელა, გთავაზობთ ადრინდელ ამბავს, რომელიც ვალენსიამ მომხდარის შემდეგ გაავრცელა (2023 წლის 21 მაისის ამბავი)

ვალენსია ადასტურებს, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში, პოლიციამ გამოავლინა სულ სამი გულშემატკივარი, რომლებმაც რასისტული ჟესტები გააკეთეს ვინისიუსის წინააღმდეგ. კლუბი მთავრობასთან თანამშრომლობს, რათა რასიზმი აღმოიფხვრას.

კლუბი იმეორებს თავის უმკაცრესად დამგმობ პოზიციას რასიზმისა და ძალადობის ყველა ფორმის წინააღმდეგ და იმოქმედებს მაქსიმალური სიმკაცრით იდენტიფიცირებულ ადამიანთან მიმართებაში და გამოიყენებს უმკაცრეს ფორმას: სამუდამოდ აეკრძალოთ მათ სტადიონზე შესვლა. - ვალენსიური კლუბის განცხადება

სხვა სტატიები