Belive

ვაკო ყაზაიშვილმა კვლავ გაიტანა | ქართველი ფეხბურთელის შეფასება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩინეთის სუპერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში შანდუნ ტაიშანმა ტიანჯინ ჯიმენი 2:1 დაამარცხა.

ვაკო ყაზაიშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და შეუცვლელად ითამაშა. ქართველმა შემტევმა მე-17 წუთზე შესანიშნავი დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა, 56-ე წუთზე კი პენალტის ნიშნულიდან ვერ გაიტანა. ვაკომ 9 ორთაბრძოლაში მიიღო მონაწილეობა და 2-ში გაიმარჯვა, ბურთს 68-ჯერ შეეხო, 48 გადაცემიდან 42 ზუსტად შეასრულა (88%), სულ 4-ჯერ დაარტყა აქედან 2-ჯერ კარში და 2-ჯერ კარისკენ.

ქართველი ფეხბურთელის შეფასება სხვადასხვა სპორტული საიტების მიხედვით:

  • Sofascore - 6.7

  • Flashscore - 6.5

შანდუნ ტაიშანი ჩინეთის სუპერლიგის ცხრილში 50 ქულით მე-5 ადგილზეა (14 მოგება, 8 ფრე, 7 მარცხი). მომდევნო და სეზონის ბოლო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი ვუჰანის წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 22 ნოემბერს ჩატარდება.

ვაკო ყაზაიშვილს მიმდინარე სეზონში ბომბარდირობის ძალიან კარგი შანსი აქვს, ის ამ დროისთვის 25 გოლით და 5 საგოლე გადაცემით პირველ ადგილს იკავებს, 24 გოლით მეორე ადგილზე ფაბიო აბრეუა, მასაც ვაკოს მსგავსად 1 მატჩი აქვს ჩასატარებელი.

ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე კი 29 გოლი უფიქსირდება.

სხვა სტატიები