ვაკო ყაზაიშვილი ჩინეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ჩინეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო მოთამაშე, საუკეთესო მწვრთნელი, საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გამოავლინეს.
შანდუნ ტაიშანის ნახევარმცველი, ვაკო ყაზაიშვილი, ამ სეზონის ჩინეთის სუპერლიგის (CSL) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა (MVP). ქართველმა ფეხბურთელმა 27 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ მისი გუნდი მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა, ყაზაიშვილის ფეხბურთის ხარისხი საუკეთესოს ჯილდოთი აღინიშნა.
ბომბარდირთა დავაში, ვაკოს მხოლოდ ერთი გოლით გაუსწრო ანგოლელმა ფორვარდმა ფაბიო აბრეუმ, რომელმაც ბოლო ტურის შეხვედრაში პოკერი შეასრულა.
ყაზაიშვილმა შანდუნ ტაიშანის რიგებში მეორე სეზონი ჩაატარა და მიისი კონტრაქტი წლის ბოლოს იწურება.
Parabéns vako Qazaishvili
— SHANDONG TAISHAN BRA (@sdtsfcbrasil) December 12, 2025
Por Ser O Jogador Do Ano Da Super Liga Chinesa! Está Homenagem é a melhor afirmação Do Excelente Desempenho De Vako Qazaishvili Ao Longo Da Temporada. Obrigado Vako Qazaishvili Pelos Inúmeros Momentos Maravilhosos Que Trouxe Para A Equipe. pic.twitter.com/uGu77ZXbek